logo_geo
ტყის ხანძრების გამო ავსტრალიის დედაქალაქის მცხოვრებლები ევაკუირებას ვერ ახერხებენ
- +

1 თებერვალი. 2020. 19:11

 

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კანბერას რეგიონში და მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში 6 ხანძარია, რომლებსაც მეხანძრეები ვერ აკონტროლებენ. ქალაქ კანბერას მოსახლეობის ნაწილს შეატყობინეს, რომ ევაკუირება უკვე გვიანია და ცეცხლისგან თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს.

 

ცეცხლი 35 ჰექტარის ტერიტორიაზეა მოდებული. მის გავრცელებას მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. საგანგებო მდგომარეობა კანბერაში 31 იანვარს გამოცხადდა. 

 

big_banner
არქივი