logo_geo
შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 80 ევრომდე გაიზარდა
- +

2 თებერვალი. 2020. 11:27

 

 

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზარდა. შარშან მიღებული ცვლილება უკვე ძალაშია.

 

ცვლილება ეხება ყველა იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.

 

ახალი წესების თანახმად, განმცხადებელმა აპლიკაცია მგზავრობამდე მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე და არაუგვიანეს 15 დღისა უნდა წარადგინოს.

 

გარდა ამისა, შეცვლილი წესებით, დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებს შეუძლიათ, მრავალჯერადი ვიზა ერთის ნაცვლად, ხუთწლიანი პერიოდით აიღონ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი