logo_geo
ვენეციაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
- +

2 თებერვალი. 2020. 21:05

 

 

ვენეციაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 3 500  ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 220  - კილოგრამიანი ბომბი იტალიის ქალაქის სამრეწველო პორტთან აღმოაჩინეს. მისი ამოღების ოპერაციის მსვლელობისას რაიონში ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, მათ შორის თვითმფრინავების, რამაც სირთულეები შეუქმნა ტურისტებს.

 

 

თუმცა გზები მალევე გაიხსნა, მას შემდეგ რაც სპეციალისტებმა ბომბის ამოღება შეძლებს. ქალაქის მთავრობაში განაცხადეს, რომ გაუვნებელყოფის სამუშაოები უახლოეს დროში ღია ზღვაში ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი