logo_geo
რუსეთი არასანქცირებული აქციის დასაშლელად, 2 ათას მყრალ მაჩვს იყიდის
- +

3 თებერვალი. 2020. 12:12

 

   

რუსეთი არასანქცირებული აქციის დასაშლელად ინდონეზიისგან 2 ათას სკუნსისებრთა ოჯახის წარმომადგენელ, მყრალ მაჩვს იყიდის.

 

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ცხოველებს ასევე სისხლის სამართლის საქმეების გასახსნელადაც გამოიყენებენ, კონკრეტულად კი, დაკითხვის დროს.

 

ახალ მეთოდს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰუმანურ მეთოდს უწოდებენ და თვლიან, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემდეგ აქციის დაშლის დროს მსხვერპლსაც გაექცევიან.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის სპეციალისტები აცხადებენ, 5 მყრალ მაჩვს 2-3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ჰაერის გაფუჭება და ტერიტორიის ხალხისგან სრულად გათავისუფლება შეუძლია.

 

„ჩვენ მყრალი მაჩვების შეძენა კანადაში ან ლათინური ამერიკაშიც შეგვეძლო, მაგრამ ისინი ინდონეზიურ სუნიან მაჩვებს ჩამორჩებიან როგორც ფასში, ასევე ფიზიოლოგიურ თვისებებშიც.

 

ჩრდილოამერიკული ცხოველები ისეთ მწვავე სუნს არ გამოყოფენ, როგორც ინდონეზიური. გარდა ამისა, ინდონეზიური მყრალი მაჩვისაგან გამოყოფილი სუნის გაქრობა მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელია“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ანდრეი იაროსლავსკიმ.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთი მყრალ მაჩვთან ერთად, პოლიციისათვის  სპეციალურ დამცავ საშუალებებსაც შეისყიდის, გარდა ამისა, სპეციალურ გელს და არომატიზატორებს, რათა ქუჩებში ცხოველების გამოყენების შედეგები გაანეიტრალონ.

 

 

big_banner
არქივი