logo_geo
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა
- +

3 თებერვალი. 2020. 15:31

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტის დროს, პირველი, რაზეც ის იმსჯელებს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ყირიმელი თათრების მდგომარეობაა. ერდოღანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ მიიჩნევს. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა, კიევში გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე, ერდოღანმა ხელი იმ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს, რომლის თანახმად, თურქეთი უკრაინას  50 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

 

 

big_banner
არქივი