logo_geo
ლონდონში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

3 თებერვალი. 2020. 18:31

 

 

ლონდონში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. რადიკალურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო ამაქის ინფორმაციით, თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი იყო და თავდასხმა კოალიციის წევრ ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდების შემდეგ განახორციელა.

 

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს დანით შეიარაღებულმა კაცმა ლონდონში სამი ადამიანი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა, ინციდენტს კი „ტერორიზმთან დაკავშირებული“ უწოდა.

 

სააგენტო ალ-არაბიას“ ინფორმაციით, 20 წლის სუდეშ ამანი, რომელიც ლონდონში მოქალაქეებს დანით დაესხა თავს, ინტერნეტში ტერორისტული ორგანიზაციების მასალებს ავრცელებდა და მეგობარ გოგონას მშობლების დახოცვისკენ მოუწოდებდა.

 

 

big_banner
არქივი