logo_geo
ბრიტანელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
- +

6 თებერვალი. 2020. 12:22

 

ლონდონის კოლეჯის მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობის დასრულების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობინ შატოკმა განაცხადა.

 

„ჩვენ უკვე ვართ მზად ვართ, მომავალ კვირას ვაქცინა ცხოველებზე გამოვცადოთ, შემდეგ ეტაპზე კი მას ადამიანზეც გამოვიყენებთ“, - განაცხადა მან.

 

მან აღნიშნა, რომ ადეკვატური დაფინანსების შემთხვევაში ჩანაფიქრის განხორციელებას რამდენიმე თვეშიც შეძლებენ.

 

„ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ზაფხულისთვის, როგორც გრიპი ჩაცხრეს. თუმცა შესაძლებელია, ვირუსის ახალი ტალღაც მივიღოთ, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იქნება. ჩვენ კი ახალი ტალღისთვის მზად ვიქნებით“, - აღნიშნა რობინ შატოკმა.

 

ცნობისთვის, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა 563 ადამიანი იმსხვერპლა.

 

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

 

 

big_banner
არქივი