logo_geo
შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა, 16 წლის მოზარდთან გაგზავნილი შეტყობინებების გამო, თანამდებობა დატოვა
- +

6 თებერვალი. 2020. 17:30

 

 

 

შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა დერეკ მაკქეიმ თანამდებობა დატოვა. მიზეზი მედიით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ის 16 წლის მოზარდს შეტყობინებებს უგზავნიდა. მაკქეიმ მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

 

რამდენიმე დღის წინ, გამოცემა „სანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკქეი „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ საშუალებით, 16 წლის მოზარდს შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც მას სადილზე ეპატიჟებოდა.

 

უკვე ყოფილმა მინისტრმა გადაწყვეტილება შოტლანდიის პირველ მინისტრ ნიკოლა სტარჯეონთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. სტარჯეონმა მინისტრის საქციელს შეუფერებელი უწოდა.

 

დერეკ მაკქეი ორი შვილის მამაა, რომელმაც 2013 წელს ღიად განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ და მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი