logo_geo
კორონავირუსის აღმომჩენი ექიმის, ლი ვენლიანის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა
- +

7 თებერვალი. 2020. 12:43

 

 

ჩინეთის მედიამ ექიმ ლი ვენლიანის  სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.

 

BBC-ის ინფორმაციით, 34 წლის ოფთალმოლოგმა, რომელიც უხანის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, ახალი ინფექციის შესახებ კოლეგები ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ჯგუფურ ჩატში გააფრთხილა და პირბადეების ტარება ურჩია. 4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების სამმართველოში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოლიციამ მას ბოდიში მოუხადა.

 

ექიმმა უცნობი ვირუსი პირველმა შეამჩნია და როგორც აღმოჩნდა, თვითონაც დაინფიცირდა. მისი გარდაცვალების შესახებ კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავიდან ჩინური მედია მისი გარდაცვალების შესახებ იტყობინებოდა, მაგრამ შემდეგ ეს ინფორმაცია გაქრა.

 

 

big_banner
არქივი