logo_geo
Reuters: კორონავირუსის აფეთქება ჩინეთში სავარაუდოდ აპრილში დასრულდება
- +

11 თებერვალი. 2020. 16:59

 

„კორონავირუსის აფეთქება ჩინეთში პიკს თებერვალში მიაღწევს და სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება“, - ამის შესახებ Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩინეთის მთავრობის უფროსმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ჟონ ნანშანმა განაცხდა.

 

83 წლის ეპიდემიოლოგის თქმით, რომელმაც სახელი 2003 წელს, ვირუს SARS-თან ბრძოლით გაითქვა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში უკვე მცირდება.

 

„ასე რომ, ჩვენთვის ეს კარგი ამბავია“, - განაცხადა სპეციალისტმა.

 

მისივე თქმით, დაავადების პიკი თებერვლის შუა რიცხვებში დაფიქსირდება, რასაც უცვლელი პერიოდი და შემდეგ კლება მოჰყვება.

 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ბოლო მონაცემებით, ვირუსს ჩინეთში უკვე 1016 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20 ათასამდე ექიმია გაგზავნილი და მათ დღეს და ხვალ მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი