logo_geo
იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ასადის მთავრობას იდლიბში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

11 თებერვალი. 2020. 18:42

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუსეთსა და სირიის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამოქალაქო სამიზნეებს განურჩევლად ბომბავენ. ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი NATO -ს მინისტრთა სხდომაზე განიხილება.

 

„ჩვენ ასადსა და რუსეთს იმიტომ მოვუწოდებთ, რომ სწორედ რუსეთი უჭერს მხარს ასადის რეჟიმს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთის დახმარებით, სირიის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების ძალები იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დასამყარებლად ინტენსიურ შეტევებს ახორციელებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასადის ჯარები იდლიბის პროვინციის თითქმის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი