logo_geo
დევიდ ჰოკნის ნახატი 23,1 მილიონ ევროდ გაიყიდა
- +

12 თებერვალი. 2020. 10:53

 

 

 

ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის ნახატი „შხეფი“ ლონდონის Sotheby's-ის აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

უცნობმა კოლექციონერმა მასში 23,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. „შხეფი“ ერთ-ერთია იმ ნამუშევართაგან, რომელიც მხატვარმა 1966-1977 წლებში ლოს-ანჟელესში დახატა.

 

82 წლის ჰოკნი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელოვნად ითვლება. 2018 წელს მისი ნამუშევარი “მხატვრის პორტრეტი” 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი