logo_geo
აშშ მთვარის და მარსის ათვისების პროგრამების დაფინანსებას ზრდის
- +

12 თებერვალი. 2020. 12:01

 

 

 

თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესს NASA-ს კოსმოსურ პროგრამებზე 2021 წლის ბიუჯეტში 25.2 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ „Deutshe Welle“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თანხის ნახევარი მთვარის და მარსის ათვისების პროგრამებს მოხმარდება. კერძოდ, საუბარია მთავრის მოდულზე, სკაფანდრების შექმნასა და მარსზე რობოტიზირებული მისიების მომზადებაზე. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ბიუჯეტი 12%-ით გაიზარდა.

 

2019 წლის მაისში NASA-მ მთვარის შესწავლის პროგრამა „არტემიდა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანის დედამიწის თანამგზავრზე დაბრუნება 2024 წელს იგეგმება, 2028 წელს კი მთვარეზე მუდმივი ბაზა შეიქმნება. მარსზე ასტრონავტების დაშვებას კი NASA 2033 წელს გეგმავს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი