logo_geo
ირანში დიდთოვლობას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 თებერვალი. 2020. 13:49

 

ირანში, გილანის პროვინციაში გადაუღებლად თოვს. უხვთოვლობით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს მსხვერპლიც მოჰყვა. გარდაცვლილია 7 ადამიანი. 5 მათგანი ზვავის ჩამოწოლის, 2 კი სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

 

დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შესაბამისად, რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უამინდობის გამო გილანში სასწავლო პროცესი შეჩერდა.


big_banner
არქივი