logo_geo
ჯეფ ბეზოსმა ბევერლი-ჰილსზე სახლი 165 მილიონად იყიდა
- +

13 თებერვალი. 2020. 11:15

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბევერლი-ჰილსზე ძვირადღირებული სახლი შეიძინა.

 

ფეშენებელურ სახლში „Amazon“-ის დამფუძნებელმა რეკორდული თანხა - 165 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახლი ბეზოსმა მედიამაგნატ დევიდ გეფენისგან იყიდა. 3 ბინა წელს ბეზოსმა ნიუ-იორკშიც შეიძინა, რაც მას 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.

 

„Warner Estate“ 3,64 ჰექტარზეა გაშენებული. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს გოლფის მოედანს, ჩოგბურთის კორტს, ბაღებს და რამდენიმე სასტუმრო კოტეჯს. თვითონ სახლში კი არის იატაკი, რომელზეც ნაპოლეონი იდგა. „Warner Estate“  გასული საუკუნის 30-იან წლებში „Warner Bros“-ის პრეზიდენტის, ჯეკ უორენისთვის დაპროექტდა.

 

big_banner
არქივი