logo_geo
ილჰამ ალიევი: დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს არჩევნებს
- +

13 თებერვალი. 2020. 11:21

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის.

 

„დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს არჩევნებს. ზოგი ამბობს, რომ ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია, წელს ცოტა უფრო ობიექტური იყო, ვიდრე წინა წლებში“,-განაცხადა ალიევმა.

 

ეუთო/ოდირმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანში გამართული საპარლამენტო არჩევნები კრიტიკულად შეაფასეს. მათი თქმით, შეზღუდულმა კანონმდებლობამ და პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუშალა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯანსაღ კონკურენციას. მათივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება პოლიტიკური დისკუსიების არარსებობის გამო, ხოლო მედიამ ვერ უზრუნველყო ამომრჩევლებისთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.

 

რაც შეეხება დამკვირვებლებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, მათი თქმით, არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყო.

 

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში კვირას, 9 თებერვალს გაიმართა. ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

 

 

 

big_banner
არქივი