logo_geo
ბენქსიმ მშობლიურ ქალაქს ვალენტინობაზე ახალი გრაფიტი აჩუქა
- +

14 თებერვალი. 2020. 10:49

 

 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა  ფსევდო-ანონიმურმა ინგლისელმა გრაფიტის მხატვარმა ბენქსიმ, მშობლიურ ქალაქ ბრისტოლს ვალენტინობაზე საჩუქარი გაუკეთა და ახალი ნამუშევარი მიუძღვნა.

 

ბარტონ-ჰილის რაიონში, ერთ-ერთი შენობის კედელზე მან ახალი გრაფიტი დახატა, რომელზეც გოგონა შურდულით ხელში კედელს ყვავილებს ესვრის.

 

შენობის მესაკუთრის, კელი ვუდრაფის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია, რომ ბენქსიმ თავისი ნახატისთვის სწორედ ამ შენობის კედელი აირჩია.

 

ძალიან გვიყვარს ბენქსის ნამუშევრები. როდესაც გავიგეთ, რომ მან ერთ-ერთი ჩვენი შენობის კედელზე გრაფიტი დახატა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, - აცხადებს კელი ვუდრაფი.

 

ენქსი ბოლოს ბირმინგემში, დეკემბერში გამოჩნდა. მისი ნამუშევარი მაშინაც დღესასწაულს ეძღვნებოდა.

 

 

 

big_banner
არქივი