logo_geo
ჩრდილოეთ კორეაში დახვრიტეს სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი დაარღვია
- +

14 თებერვალი. 2020. 12:07

 

 

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული სახელმწიფო მოხელე კარანტინის დარღვევის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „Daily Mail“ სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 

სავაჭრო სამინისტროს თანამშრომელი კარანტინში ჩინეთიდან დაბრუნებისთანავე მოათავსეს. გაზეთ „დონგას“ ცნობით, ის კარანტინის წესებს არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოს ეწვია. სასიკვდილო განაჩენი იმ დღესვე აღსრულდა.

 

ცნობისთვის, ჩრდილო კორეაში ჩინეთში ნამყოფ ადამიანებზე სამხედრო კანონმდებლობა ვრცელდება. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ამჟამად ეს წესი ყველა მოქალაქეზე ვრცელდება.

 

ასევე, ცნობილი ხდება კიდევ ერთი ჩინოვნიკის გადასახლების შესახებ, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის ფაქტის დამალვა სცადა.

 

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩრდილო კორეამ უმკაცრესი ზომები შემოიღო. საზღვარი მეზობელ ჩინეთთან თითქმის სრულად არის ჩაკეტილი.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

big_banner
არქივი