logo_geo
პარიზის მერობის კანდიდატს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს
- +

14 თებერვალი. 2020. 16:52

 

 

ემანუელ მაკრონის პარტიის პარიზის მერობის კანდიდატმა ბენჟამენ გრივომ საკუთარი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

 

ინტიმური ვიდეო და მესიჯები 42 წლის ბენჟამენ გრივოსა და კონკრეტულ ქალს შორის, რომელიც გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურირებს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

 

აღნიშნულის შემდეგ, მერობის კანდიდატმა მედიასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა.

 

„ეს არის ამაზრზენი თავდასხმაა, ჩემი ოჯახი არ იმსახურებს ამას“, - აღნიშნა მერობის ყოფილმა კანდიდატმა ვიდეომიმართვაში.

 

ბენჟამენ გრივო დაქორწინებულია, მას 3 შვილი ჰყავს.

 

 

big_banner
არქივი