logo_geo
ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

15 თებერვალი. 2020. 15:07

 

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.

 

ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.

 

კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

 

ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი