logo_geo
ბერლინის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 თებერვალი. 2020. 21:41

 

 

ბერლინის ცენტრში, კროიცბერგის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაჭრილია. ამის შესახებ პორტალი Local ბერლინის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

 

არსებული ინფორმაციით, სროლა საკონცერტო-სპორტულ დარბაზთან „ტემპოდრომთან“ მოხდა, სადაც თურქული კომედიური შოუ "Güldür Güldür Show" მიმდინარეობდა. ინციდენტის შემდეგ ყველა მაყურებლის ევაკუირება მოხდა.

 

დაღუპულია 42 წლის კაცი, დაჭრილების მდგომარეობა კი მძიმეა. პოლიციის განცხადებით, სროლა რამდენიმე ადამიანმა გახსნა. ადგილზე 200-მდე სამართალდამცველია მობილიზებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი