logo_geo
ბაღდადში კოალიციის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
- +

16 თებერვალი. 2020. 12:28

 

 

ბაღდადში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად აშშ-ის მეთაურობით შექმნილი კოალიციის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

„ფრანს პრესი“ ასევე ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რაკეტები დაეცა ერაყში აშშ-ის საელჩოს რაიონში.

 

ტელეარხი „Al-Arabiya“ აცხადებს, რომ რაკეტები ე.წ. „მწვანე ზონაში“ დაეცა.

 

სულ რამდენი რაკეტა იქნა გაშვებული და რომელი სამიზნეები დააზიანეს, ჯერჯერობით უცნობია.

მოგვიანებით კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა.

 

 

big_banner
არქივი