პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, დაუდგენელი მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებულია 50-მდე პირი. მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ.
უცნობი აირი საზღვაო პორტის მიმდებარე დასახლებაში გავრცელდა, რამაც პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები რესპირატორული ნიღბებით გადაადგილდებიან.
ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, მომწამვლელმა აირმა პორტში მდგარი ერთ-ერთი გემიდან გაჟონა, რომელიც სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებებით არის დატვირთული. ყარაჩის პორტის ოპერატორ კომპანიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.