ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.
ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიისთვის მიმართვის უფლება ნებისმიერ ქალ სამხედროს ექნება.
მთავრობა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, მოსამართლემ მთავრობის არგუმენტებს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული უწოდა.
„ქალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მათ უფლებებთან არაფერი აქვთ საერთო. ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.