logo_geo
კირკ დუგლასმა შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა
- +

24 თებერვალი. 2020. 11:36

 

103 წლის ასაკში გარდაცვლილი ამერიკელი მსახიობის კირკ დუგლასის ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „Miror“ ავრცელებს.

 

ჰოლივუდის  მსახიობმა თითქმის 80 მილიონი დოლარი თავის საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა, რომლის ბენეფიციარები კირკ და ანა დუგლასების საბავშვო ცენტრი, კალვერ-სიტიში კირკ დუგლასის სახელობის თეატრი და ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო არიან.

 

გარდა ამისა, მსახიობის ქონების ნაწილი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ლავრენტის სახელობის უნივერსიტეტში გადაირიცხება: თანხა ხელმოკლე სტუდენტებს მოხმარდებათ.

 

ანდერძის თანახად, კირკ დუგლასმა შვილებს მაიკლ, ჯოელ და პიტერ დუგლასებს არაფერი დაუტოვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  მსახიობ მაიკლ დუგლასის ქონება სამას მილიონ დოლარად ფასდება და ის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას არ საჭიროებს.

 

მსახიობი 6 თებერვალს გარდაიცვალა. ის 103 წლის იყო. შეგახსენებთ, რომ კირკ დუგლასი ჰოლივუდის ოქროს ერის პერიოდს მიეკუთვნებოდა. ის ცნობილია ფილმებით „სპარტაკი“, „დეტექტური ისტორია“ და „ბოროტები და ლამაზები“.

 

კირკ დუგლსმა მოღვაწეობის მანძილზე  „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსი“  მოპოვება შეძლო.  ის ასევე ათამდე წიგნის ავტორია.

 

 

big_banner
არქივი