logo_geo
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
- +

24 თებერვალი. 2020. 17:11

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

 

ბოლო შემთხვევა ლომბარდიას რეგიონში დაფიქსირდა. საშიშ დაავადებას 88 წლის კაცი ემსხვერპლა.

 

ამასთან, ჩრდილოეთ იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული. 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი