logo_geo
ყირიმში კორონავირუსზე ეჭვმიტანილი პაციენტი საავადმყოფოდან გაიპარა
- +

1 მარტი. 2020. 14:06

 

 

ყირიმში ძებნაა გამოცხადებული კორონავირუსზე ეჭვმიტანილ პაციენტზე, რომელიც სევასტოპოლის საავადმყოფოდან გაიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-mash-chat ავრცელებს.

 

ეკატერინა რ. ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ეჭვის გამო მიიყვანეს. სანამ გამოკვლევები ტარდებოდა, პალატაში სხვა პაციენტებთან თქვა, რომ როსტოვის ოლქში უნდოდა წასვლა. ისე, რომ არც გამოკვლევის შედეგებს დაელოდა და არც განიკურნა, ქალი კლინიკიდან გაუფრთხილებლად გაიპარა. სავარაუდოდ, შესაძლო ინფიცირებული სწორედ როსტოვისკენ გაემგზავრა. ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 

 

big_banner
არქივი