logo_geo
კორონავირუსის გამო პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა
- +

1 მარტი. 2020. 19:39

 

 

კორონავირუსის გამო, პარიზში ლუვრის მუზეუმი დაიკეტა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

 

 

გამოცემის ცნობით, მუზეუმის თანამშრომლები ამ დროისთვის საგანგებო თათბირს მართავენ, რამაც შენობის გარეთ ტურისტთა დიდი რიგი გამოიწვია.

 

 

ლუვრის წარმომადგენელის განცხადებით, მუზეუმზე მთავრობის განკარგულება არ ვრცელდება და ის თათბირის დასრულებისთანავე გაიხსნება. თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრაზე კი უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხები იქნება განხილული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი