logo_geo
ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი შვილს ელოდებიან
- +

2 მარტი. 2020. 18:21

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეგობარი ქალი კერი სანდრესი დანიშნულები არიან და შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

55 წლის ჯონსონი და 31 წლის სანდრესი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი დაუქორწინებელი წყვილია, რომელიც პრემიერის რეზიდენციაში დაუნინგ-სტრიტის 10-ში ცხოვრობს.

 

ასევე, ბოლო 173 წლის განმავლობაში პრემიერსა და მის მეუღლეს შორის არ ყოფილა ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობა - კერი 24 წლით უმცროსია.

 

ბორის ჯონსონი უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული. 1987-93 წლებში მისი მეუღლე იყო ალეგრა მოსტინ-ოუენი. 1993 წელს ჯონსონმა ცოლად შეირთო მარინა უილერი - ტელეწამყვან ჩარლზ უილერის ქალიშვილი.

 

2018 წელს წყვილმა განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ და განქორწინების პროცესი დაწყებული აქვთ. დაახლოებით იმ დროს გაჩნდა ჭორები, რომ ჯონსონი კერის ხვდებოდა, რომელიც მის საარჩევნო შტაბში მუშაობდა.

 

ჯონსონს და უილერს 4 შვილი ჰყავთ. მედიის ინფორმაციით, პრემიერი შეიძლება ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირის შვილის მამაა.

 

2019 წელს რადიოშოუში ჯონსონმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე - რამდენი შვილი ჰყავს.

 

 

big_banner
არქივი