logo_geo
რონალდინიო ციხეშიც იცინის
- +

9 მარტი. 2020. 17:35

 

 

ჟურნალისტმა ერნან როდრიგესმა „ტვიტერზე“ პარაგვაის ციხეში მყოფი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, 39 წლის რონალდინიოს მოღიმარი ფოტო გამოაქვეყნა.

 

რონალდინიოს ციხეში, შესაძლოა, 6 თვის გატარებამ მოუწიოს. პარაგვაის მთავრობა ასეთ ზომებს გამართლებულად თვლის, რადგან მათი აზრით, არსებობს გაქცევის რისკი.

 

რონალდინიო და მისი ძმა რობერტი პარაგვაიში 4 მარტს ჩავიდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ მათ ნომერში აღმოაჩინა ყოფილი ფეხბურთელისა და მისი ძმის სახელზე შევსებული ყალბი პარაგვაული პასპორტები.

 

რონალდინიოს ბრაზილიის პასპორტი 2018 წელს ჩამოართვეს გადასახადების გადაუხდელობის გამო. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 8,5 მლნ რეალი(2,2 მლნ დოლარი) ბუნების დაცვითი კანონმდებლობის დარღვევის გამო - როგორც აღმოჩნდა, ნავსადგომი ტბაზე, რომლის გვერდითაც რონალდინიოს ოჯახი ცხოვრობს, კანონდარრვევითაა აშენებული.

 

 

 

big_banner
არქივი