logo_geo
ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება
- +

12 მარტი. 2020. 16:27

 

 

ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარანტინშია გადაყვანილი მისი მეუღლე - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილე პაბლო იგლესიასიც.

 

შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებთან ონლაინ კონფერენციებს გამართავს.

 

ცნობისთვის, Worldometer-ის მიმდინარე მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი