logo_geo
კარანტინის პირობებში, იაპონიის ქუჩები ცხოველებმა დაიკავეს
- +

20 მარტი. 2020. 15:17

 

 

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, კარანტინის გამოცხადების კვალდაკვალ, ადამიანები ფილმებით, სოციალური მედიითა და წიგნებით არიან დაკავებული. მართალია, გარკვეული დისტანციის დაცვის პირობით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს მოქალაქეებს, რომ ფეხით გაისეირნონ, თუმცა მათმა ნაწილმა მთლიანად დაკარგა კავშირი გარე სამყაროსთან. მიუხედავად ამისა, ადამიანები კარანტინთან დაკავშირებულ მოულოდნელ შედეგებს სწორედ ქუჩაში გადააწყდნენ. ისეთ ქვეყნებში როგორიც არის იტალია, იაპონია თუ ტაილანდი ხალხმა შეამჩნია, რომ მოსახლეობის არ ყოფნის პირობებში, მათ ადგილს ცხოველები იკავებენ.

 

იაპონიაში, სადაც ირმები (რომლებიც ადგილობრივი ნარას პარკის ბინადარნი არიან)  ქუჩებში საკვების საძიებლად გამოჩნდნენ. ჩვეულ რეჟიმში აქ ტურისტები ფუთფუთებენ და იაპონური ხალებიანი ირემის თვალიერებით ტკბებიან ხოლმე. ხშირად დამთვალიერებლები პარკთან არსებულ ზონაში ირმებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კრეკერებს ყიდულობენ, რათა ცხოველები გამოკვებონ. იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, ირმები იძულებულნი არიან, არ დაჯერდნენ არსებულ მდგომარეობას და მეტის საძიებლად დატოვონ თავიანთი ტერიტორია.

 

გთავაზობთ Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებლის, okadennis-ის  მიერ გადაღებულ ნარას ქუჩაში მოსეირნე ირმების ფოტოებს, რომლებიც ნამდვილად კარგ განწყობას შეგიქმნით.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი