logo_geo
ბცჟ-ს აცრა შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინად იქცეს
- +

30 მარტი. 2020. 21:17

 

 

მელბურნში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის  ბცჟ  (BCG) გამოყენება დაიწყეს მედიკოსებზე, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, ამის შესახებ ,,ბლუმბერგი” წერს.  საცდელი ვაქცინაციის მიზანი ერთია – გამოვლინდეს ვაქცინის სავარაუდო დადებითი როლი იმუინიზაციასა და ვირუსებთან ან ბაქტერიებთან ბრძოლაში. ვაქცინამ, რომელსაც ტუბერკულოზთან ბრძოლაში უკვე დიდი ხანია წარმატებით მოიხმარენ, შესაძლოა ექიმები და ექთნები კორონა ვირუსისგანაც დაიცვას. BCG (Bacillus Calmette-Guerin) უკვე ას წელზე მეტია ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. მისი როლი განსაკუთრებით დიდია იმუნოთერაპიაში. ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დადგენა, შეუძლია თუ არა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას ეფექტურად მოამზადოს იმუნური სისტემა ჩოვიდ-19-თან საბრძოლველად და ამ გზით შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამიტომაც ,,ჯანმო” მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ინფექციურ დაავადებათა მკვლევარ ნაიჯელ კერტისთან, რომელიც მელბურნის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მიმდინარე კვლევის ავტორია.

 

,,ეს ვაქცინა იმუნური სისტემის ,,გადატვირთვას” ახდენს, რის შემდეგაც ორგანიზმი ბევრად უკეთ მომზადებული ხვდება სხვადასხვა ვირუსს და ბაქტერიას და ბევრად ეფექტურად იბრძვის მათ წინააღმდეგ“- აცხადებს კერტისი.

 

ავსტრალიაში საცდელ ვაქცინაციაში 4000 მოხალისე მედიკოსი მონაწილეობს. მათ ნაწილს მხოლოდ სეზონურ გრიპზე აცრიან, ნაწილს კი სეზონურ გრიპსა და ტუბერკულოზზე. ცდის ფარგლებში პლაცებოს გამოყენებაზე უარი თქვეს, რადგან BჩG მკაფიო კვალს ტოვებს კანზე ვაქცინაციის შემდეგ, ასე რომ ყველასთვის ცხადი იქნებოდა, თუ ვინ აცრეს და ვინ არა.

პროფესორ კერტისის თქმით, მსგავსი კვლევა ნიდერლანდებშიც მიმდინარეობს.

 

იაფმა ვაქცინამ, რომლითაც მსოფლიოში ყოველწლიურად 130 მილიონამდე ახალშობილი იცრება, შესაძლოა ახალი კორონა ვირუსისგან დაიცვას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც.

 

,,განსაკუთრებული დაცვა ჩვენს მედიკოსებს სჭირდებათ, რომლებიც დაავადებულებზე ზრუნავენ” – ამბობს კერტისი.

 

აფრიკაში ახალშობილებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ BCG მათ არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვადასხვა ინფექციებისგანაც იცავდა, რაც შესაძლოა სწორედ იმუნიზაციას უკავშირდებოდეს. ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებით სისხლის თეთრი უჯრედები ძლიერდებიან, რომლებიც უცნობ პათოგენებს იქამდე პოულობენ, ვიდრე ორგანიზმი მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას დაიწყებდეს.

 

ავსტრალიაში მიმდინარე კვლევის პირველადი შედეგები სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

,,ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ გვჯეროდეს, რომ ეს ეფექტური გზაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარანტიები არ გვაქვს და კვლევა სწორედ ამიტომ ტარდება” – აცხადებს ნაიჯელ კერტისი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი