logo_geo
გავაკეთოთ ეს ცხოველებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის
- +

30 მარტი. 2020. 21:36

 

 

ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს სადაც განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოში პანდემია გამოიწვია შინაურ ცხოველებზე არ გადადის და შესაბამისად ისინი ვერც გამავრცელებლები ვერ იქნებიან.

 

 

 

WSPA  წერს, რომ კორონავირუსი ჩინეთში, ვუჰანში ველური ცხოველების ბაზარზე გაჩნდა და ამიტომ უნდა შეწყდეს გარეული ცხოველების გლობალური ვაჭრობა.

 

 

 

„პირველ რიგში, გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, თქვენს ოჯახებსა და შინაურ ცხოველებზე და გვჯერა, რომ ყველანი ხართ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ამ გამოწვევის ჟამს.

 

 

 

ჩვენ ვაფასებთ იმ ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ განაგრძობთ ცხოველების მიმართ.

 

 

 

მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს 14-ვე ფილიალში სერიოზულად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

 

 

 

ვიცავთ ყველა სამთავრობო რჩევას და ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს ყოველდღიურად, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

 

 

 

რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენი თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ. გავაუქმეთ საზოგადოებრივი ღონისძიებები და შევაჩერეთ ყველა მოგზაურობა.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უპრეცედენტო და რთული პერიოდის წინაშე ვდგავართ, ცხოველების დაცვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

 

შინაური ცხოველები ვერ დაინფიცირდებიან კორონა ვირუსით

 

 

ჩვენ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თქვენი ცხოველები შესაძლოა იყვნენ კორონავირუსის გამავრცელებლები.

 

 

 

გირჩევთ, რომ იზრუნოთ შინაურ ცხოველებზე, როგორც ოჯახის წევრებზე.

 

 

 

გარეული ცხოველების ექსპლუატაცია უნდა დასრულდეს

 

 

სავარაუდოდ, კორონავირუსი წარმოიშვა ველური ცხოველების ბაზარზე, ჩინეთში, ვუჰანში.

 

 

 

როგორ შეგვიძლია უგულვებელყოთ ეს, როცა ცხოველებს იყენებენ, როგორც სათამაშოს, ან მათზე ატარებენ ცდებს, ან ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა თუკი მათ ისე გამოიყენებენ, როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს?

 

 

 

ველური ცხოველები მიეკუთვნებიან, ველურ ბუნებას.

 

 

 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ, რომ დასრულდეს ველური ცხოველების ექსპლუატაცია და შეწყდეს გლობალური ველური ვაჭრობა.

 

 

 

მოდით, გავაკეთოთ ეს ცხოველებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის“, – ნათქვამია ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი