logo_geo
ნიუ-იორკში კორონა ვირუსით ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
- +

31 მარტი. 2020. 13:47

 

 

ნიუ-იორკში 64 წლის ქართველი მამაკაცი კორონა ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს საელჩო ამერიკაში და საგარეო უწყება გარდაცვლილის ოჯახთან კავშირზეა.

 

 

„სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა ჩვენი თანამემამულის გარდაცვალებისა.

 

 

ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცი 64 წლის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც სამწუხაროდ ესპანეთში დაფიქსირდა.

 

 

გარდა კორონ ავირუსისა, მამაკაცის შემთხვევაში იყო სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი