logo_geo
ინფიცირებულ ჩვილს ხელებზე ლაქები გაუჩნდა! – ბავშვის დედა უცნაურ სიმპტომებზე
- +

31 მარტი. 2020. 14:04

 

 

ინგლისელებმა ტონი და კენ როდსმა  Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს. კორონავირუსი მათ ბავშვს დაუდგინდა, რომელიც სულ რაღაც 7 კვირისაა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვილმა დაიწყო ხშირად ტირილი და დაკარგა მადა, შემდეგ კი უენერგიო გახდა. როდესაც მშობლებმა დაინახეს, რომ შვილს სხეულზე უცნაური ლაქები გაუჩნდა, სასწრაფოდ მიმართეს ექიმს.

 

 

 

„კერტის 12 საათია არ უჭამია. ძალიან ბევრს ტიროდა. დილით შევნიშნეთ ლაქები და ერთი თვალი დასიებული ჰქონდა. ასევე გაუჩნდა მსუბუქი ხველის სიმპტომი. შუადღეზე საავადმყოფოში წავიყვანეთ. მას უკვე მომატებული ჰქონდა ტემპერატურა და თავიდან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მას სეფსისი აქვს. ექიმებმა ბავშვს ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და კოვიდ-19-ზე სისხლის ანალიზი გაუკეთეს. მალე მოვიდა დადებითი პასუხი“, – ჰყვებიან მშობლები.

 

 

ინგლისელები ამბობენ, რომ თავიდან ექიმებს არ ეგონათ, რომ ახალი კორონავირუსი ბავშვს აღმოაჩნდებოდა, რადგან ამ ასაკისთვის ვირუსის სიმპტომები და მისი გამოვლენა ბოლომდე ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.

 

 

 

ტონის და კენის შვილი ამჟამად მკურნალობას სახლში გადის. მათი თქმით, ჩვილი თავს უკეთესად გრძნობს. „მინდა მოვუწოდო ყველა მშობელს, რომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან ბავშვებში ახალი ვირუსი მძიმედ არ ვითარდება და შეიძლება ვერც კი შენიშნოთ, რომ ბავშვი დაინფიცირებულია“, – ამბობს ტონი.

 

 

 

მშობლები ეჭვობენ, რომ შვილი სავარაუდოდ მათგან დაინფიცირდა, თუმცა ზრდასრულებზე პასუხი ჯერჯერობით არ მოსულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი