logo_geo
ქვეყანა, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დასტურდება
- +

1 აპრილი. 2020. 22:35

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაჯიკეთში გალინა პერფილიევამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევა არ დასტურდება.

 

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ლაბორატორიასთან, რომელიც ტაჯიკეთში PCR ტესტირებას ატარებს. ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება",- აღნიშნა გალინა პერფილიევამ.

 

ცნობისთვის, ტაჯიკეთში კორონა ვირუსზე კვლევა 700–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ტესტები გადასამოწმებლად მოსკოვსა და ლონდონში გადაიგზავნა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევა არც მათმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

 

 

big_banner
არქივი