logo_geo
აშშ-ში კაცმა კარანტინში მყოფი 80 წლის დედა ამწეთი მოინახულა
- +

2 აპრილი. 2020. 00:44

 

 

საინტერესო და უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში – 45 წლის ჩარლი ადამსმა კარანტინში მყოფ 80 წლის დედას სამსახურის სატვირთო ავტომობილით მიაკითხა და მესამე სართულზე ამწეთი მოინახულა.

 

კორონავირუსის გამო გამოცხადებული პანდემიის შედეგად, მოხუცებულთა პანსიონატი მნახველებს არ იღებს.

 

“ავუხსენი, რომ  რესტორანში მისი წაყვანა შეუძლებელი იყო და ახლა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რამაც ის დაასევდიანა”, – ამბობს ადამსი და აცხადებს, რომ მისი ქმედების მიზეზი სწორედ მოხუცი დედის გამხიარულება იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი