ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მალე პანდემიად იქცა, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტი მოიცვა. ვირუსით დაინფიცირებულთა ოფიციალურმა მაჩვენებელმა მთელ მსოფლიოში უკვე მილიონს გადააჭარბა. ბევრმა ქვეყანამ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, ადამიანებს სახლიდან გასვლა შეეზღუდათ და უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
ფოტოები, რომლებიც CNN-მა გამოაქვეყნა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს სიტყვებზე უკეთ გვიყვებიან.
პანამელი მოხალისეები, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, მანქანებს საკვების ტომრებით ტვირთავენ