logo_geo
ჩინელმა ჰაკერებმა ვატიკანის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განახორციელეს
- +

29 ივლისი. 2020. 14:31

 

 

ბოლო თვეების განმავლობაში ვატიკანის კომპიუტერულ ქსელზე რამდენიმე კიბერშეტევა მოხდა. ამის შესახებ „THE NEW YORK TIMES“ წერს.

 

გამოცემა კომპანია „RECORDED FUTURE“-ს მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სეგმენტში საქმიანობს. ჰაკერების მიზანი იყო ვატიკანის კომპიუტერულ ქსელში შეღწევა და ჰონგ-კონგში ვატიკანის ინტერესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

 

გამოცემის ცნობით, კიბერთავდასხმა ვატიკანის კომპიუტერულ ქსელზე მაშინ მოხდა როცა, რომის პაპი ჩინეთში ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხს განიხილავდა.

 

მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა საიდუმლო ინფორმაცია, ამ დრომდე დაზუსტებული არაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი