logo_geo
იაპონური საკურა დროზე ადრე აყვავდა
- +

26 მარტი. 2017. 21:59



იაპონური მედიის ინფორმაციით, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ უნიკალური შემთხვევა დააფიქსირა - ყველაზე პოპულარული იაპონური ხე ჩვეულებრივზე 5 დღით ადრე აყვავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თუ სპეციალურად საკურას სანახავად ჩამოსული ვიზიტორები ამ სასწაულს დროზე ადრე იხილავენ.


წელს ულამაზესი ყვავილობა ყველაზე ადრე ფუკუოკეში, ნაგაესა და ტოკიოში დაიწყება, ხოლო შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონს მოედება. წინასწარი პროგნოზით, ველური ალუბლის ბოლო ყვავილი 4 მაისს გაიფურჩქნება და მსოფლიოს ერთ-ერთ სასწაულად აღიარებული მოვლენაც დასრულდება.

 

 


წყარო http://autoradio.ge

big_banner
არქივი