logo_geo
რომის პაპი ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს
- +

25 დეკემბერი. 2020. 19:10

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პაპმა საშობაო ქადაგების დროს ისაუბრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

„კორონავირუსის ვაქცინა ყველას უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში კი სუსტ და გაჭირვებულ ადამიანებს. ამ საკითხში ნაციონალიზმის და ინდივიდუალიზმის გამოვლინება არ უნდა დავუშვათ. ბაზრის და პატენტების კანონები სიყვარულის კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს“ - განაცხადა რომის პაპმა.

 

რომის პაპის განცხადებით, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში პანდემიასთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა გრძელდება, უნდა არსებობდეს ხალხთა გაერთიანება, საძმო, რომელიც უნაკლო სიყვარულზეა დაფუძნებული, შეუძლია მიიღოს, დაეხმაროს განსხვავებულ ადამიანს, რომელიც არ მიეკუთვნება მის ოჯახს, ეროვნებას, რელიგიას.

 

„ის სხვანაირია, მაგრამ ის მაინც ჩემი და და ძმა არის“, - აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი