logo_geo
ევროკომისია: ევროკავშირს რუსული ვაქცინა არ სჭირდება!
- +

22 მარტი. 2021. 18:23

 

„ევროკავშირი იმუნიტეტს რუსული ვაქცინის – „სპუტნიკV“-ის გარეშეც მიაღწევს“, – განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრების საკითხში, ტიერი ბრეტონმა, რომელიც ევროკომისიის ვაქცინების სამიზნე ჯგუფს ხელმძღვანელობს.

 

 

„საერთოდ არ გვჭირდება „სპუტნიკი“. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ივნისამდე ევროკავშირის ქვეყნები 300-დან 500 მილიონ დოზამდე უზრუნველვყოთ, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, კონტინენტზე იმუნიტეტს მივაღწიოთ“, – თქვა მან ტელეკომპანია TF1-თან საუბარში.

 

მან ისევ გაიმეორა, რომ ევროკავშირი რუსეთს ვაქცინის წარმოებაში უნდა დაეხმაროს, თუ ამის საჭიროება იქნება, თუმცა, პრიორიტეტული მაინც ევროპული პრეპარატი იქნება.

 

„დოზები გვაქვს, ახლა უკვე ადამიანებმა უნდა მიიღონ ვაქცინა და ამის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობაც გვაქვს“, – თქვა მან.

 

მანამდე, რუსული ვაქცინის მწარმოებელმა სოციალურ ქსელში ბრეტონს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.

 

„ევროკომისარი ტიერი ბრეტონი „სპუტნიკ“-ს მიკერძოებულად უყურებს, რადგან ის რუსულია. ბრეტონი აიგნორებს იმას, რომ პრეპარატს აქვს უმაღლესი ეფექტურობა და უსაფრთხოების საუკეთესო მაჩვენებლები, ვიდრე ზოგიერთ ვაქცინებს, რომელიც ევროკავშირშია დამტკიცებული“, – ნათქვამია რუსული ვაქცინის მწარმოებლების ოფიციალურ გვერდზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი