logo_geo
იანვრის შემდეგ პირველად, პორტუგალიამ ესპანეთთან საზღვარი გახსნა
- +

1 მაისი. 2021. 18:11

 

 

„პორტუგალიამ მეზობელ ესპანეთთან იანვრის შემდეგ ჩაკეტილი საზღვარი გახსნა,“ - წერს Straits Times-ი.

 

წლის დასაწყისში, შეზღუდვების გამკაცრებისა და საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დღეში კორონავირუსით 300 ადამიანის გარდაცვალების ფონზე მიიღეს.

 

მას შემდეგ, რაც შეზღუდვებმა ინფიცირებისა და ლეტალური შედეგების მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია, ქვეყანამ რეგულაციების შერბილება დაიწყო.

 

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ თქვა, რომ დაგეგმილზე ორი დღით ადრე, შაბათს შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო, მეოთხე ეტაპს დაიწყებდნენ.

 

გარდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნისა, კვლავ ნებადართული იქნება ქორწილები და სხვა სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, სპორტული შეკრებები, თუმცა, ამ ღონისძიებების შენობებში ჩატარებისას, ტევადობის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი არ უნდა დაიკავონ ადამიანებმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი