logo_geo
თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
- +

1 მაისი. 2021. 20:56

 

 

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, სირიასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას თურქული Anadolu თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ჩვენი მესაზღვრეების გმირობის წყალობით, ჰათაის პროვინციაში აღმოჩენილია გვირაბი, რომელიც სირიიდან თურქეთის მიმართულებითაა გაყვანილი“, - აღნიშნულია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.

 

სამინისტროს ცნობით, იპოვეს გენერატორი, 300-მეტრიანი კაბელი, ნიჩაბი და ბატარეა.

 

ჰათაის პროვინციას სირია სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი