logo_geo
ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს
- +

7 მაისი. 2021. 16:40

 

 

ლიეტუვურმა კომპანიამ „Northway Biotech“-მა, რომელიც ვილნიუსში მდებარეობს, განაცხადა, რომ მან შვეიცარიელ კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ „The Baltic Times“ ავრცელებს.

 

„ჩვენ შვეიცარიელებს კლინიკური კვლევებისთვის წამლები მივეცით. კითხვაზე იმის შესახებ, შეიქმნა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები ლიტვაში, შემიძლია ვთქვა, რომ დიახ და ახლა მისი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს“, - განაცხადა  „Northway Biotech“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადას ბუმელისმა.

 

მისივე თქმით, წელს პრეპარატის ეფექტურობა დამტკიცდება. მან დაამატა, რომ კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი მედიკამენტის შექმნას იწყებს.

 

ბუმელისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვის ლაბორატორიებში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი გახდეს.

 

„ამჟამად კორონავირუსის სამკურნალო საშუალება არ არის. ის, რასაც ჩვენ ვქმნით, მსოფლიოში უნდა გამოჩნდეს, რადგან ყველა ადამიანს არ სურს ვაქცინაცია და ინფიცირების შემთხვევაში რაიმე სამკურნალო პრეპარატი უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

 

https://www.baltictimes.com/lithuania_s_northway_biotech_claims_to_have_created_anti-coronavirus_drug__media_/

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი