logo_geo
რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა
- +

12 მაისი. 2021. 18:55

 

 

რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი, ლიზ ჩეინი,  პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა. შესაბამისი გადაწყვეტილება „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა მიიღეს.

 

ლიზ ჩეინი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილი, რესპუბლიკური პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე იყო. ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით გამოირჩეოდა.

 

კენჭისყრის შემდეგ ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტს არასდროს მიუახლოვდეს.

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა აღნიშნა, რომ პარტიის კონფერენციას არ შეიძლება ისეთი თავმჯდომარე ჰყავდეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის თეზისებს იმეორებს.

big_banner
არქივი