logo_geo
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს შეუძლიათ დაუბრუნდნენ
- +

13 მაისი. 2021. 23:12

 

 

სრულად ვაქცინირებულ პირებს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს შეუძლიათ დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

 

„მეცნიერება მკაფიოა ამ საკითხზე: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ დაცული ხართ და შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საქმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შეწყვიტეთ პანდემიის გამო”, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი გაიდლაინის თანახმად, თუ პირი სრულად აცრილია, მას არ სჭირდება პირდაბის ტარება შენობაში ან გარეთ და ფიზიკური დისტანციის წესის დაცვა.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი გაიდლაინი არ ვრცელდება ჯანდაცვის დაწესებულებებზე, გამოსასწორებელ დაწესებულებებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებზე.

 

გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა კვლავ უნდა ატარონ პირბადე, თუ ამას მოითხოვს კანონი, რეგულაციები და წესები, მათ შორის თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

 

big_banner
არქივი