logo_geo
მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ 3 მილიარდი დოლარი მიიღო
- +

16 მაისი. 2021. 11:44

 

 

ცნობილი მილიარდერისა და ფილანტროპის, „Microsoft“-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის მეუღლემ, მელინდა გეითსმა, ბიზნესმენთან განქორწინების შემდეგ 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

 

გამოცემის ცნობით, მელინდა გეითსის კომპანიას „Deere & Co“-ს  ბილ გეითსის კორპორაცია „Cascade Investment“-დან 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წილი გადაეცა.

 

კომპანია „Deere & Co“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს.

 

მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ ალიმენტებზე უარი თქვა.

 

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, „Microsoft“-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს გაშორდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი