logo_geo
20 წლის ირანელ ჰომოსექსუალ მამაკაცს ნათესავებმა თავი მოჰკვეთეს
- +

16 მაისი. 2021. 18:43

 

ირანში 20 წლის ჰომოსექსუალი მამაკაცი, ალი ფაზელი მონფარედი მოკლეს.  ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით,  მოკლული მამაკაცი ბლოგერი იყო და სოციალურ ქსელში იგი ალირეზას სახელით იყო ცნობილი.

 

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ირანის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ აჰვაზიდან გაიტაცეს და თავი მოკვეთეს.

 

მისმა პარტნიორმა BBC Persian-სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალირეზა სავარაუდოდ მისმა ნათესავმა მამაკაცებმა მოკლეს.

 

ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

უფლებადამცველთა ვარაუდით, ალირეზა, შესაძლოა, მისმა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ გაიტაცეს და მოკლეს, რაც მისი ორიენტაციის შესახებ შეიტყვეს.

 

იგი მის პარტნიორთან ერთად თურქეთში აპირებდა საცხოვრებლად წასვლას.

 

ალირეზას გარდაცვალებამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მის მკვლელობას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი